ჩიჟი–ბიჟი

ჩიჟი–ბიჟი

ინგრედიენტები

2   ცალი კვერცხი

1   თავი ხახვი

5   ცალი საშუალო პომიდორი

მცენარეული ზეთი

1   ცალი ბულგარული წიწაკა

რეჰანი, ქინძი, ოხრახუში

პილპილის მარცვლები

მარილი გემოვნებით

მომზადებ

საშუალო ქვაბში ჩაასხით მცენარეული ზეთი, ჩააყარეთ დაჭრილი ხახვი და დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ.

დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი. თუშეთ 5 წუთით, შემდეგ კი შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი. თუშეთ კიდევ 3–4 წუთით.

დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა და დაჭრილი მწვანილი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

ჩიჟიბიჟი ფარშით

ჩიჟი–ბიჟის ეს სახეობა მზადდება საქონლის ხორცის ფარშით, პომიდვრისა და პილპილის გარეშე.

ფარში მოთუშულ ხახვს დაუმატეთ. შემდეგ ათქვეფილი კვერცხი შეურიეთ, მწვანილებიდან კი მხოლოდ ოხრახუში დაუმატეთ.