საფრანგეთის პროკურატურა უკრაინაში BFMTV-ის ჟურნალისტის - ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფის დაღუპვის საქმეს ომის დანაშაულის კვალიფიკაციით გამოიძიებს, - ამის შესახებ Ukrinform-ი წერს.
საქმის გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდისა და ომის დანაშაულებებთან ბრძოლის ცენტრალურ ოფისს დაევალა და ის შეიარაღებული კონფლიქტში საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული პირის სიცოცხლის განზრახ მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს.
30 მაისს, დონბასის რეგიონში, რუსული ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ს ჟურნალისტი, 32 წლის ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელსაც ევაკუაციის ფარგლებში, მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გამოეყვანა.