ინგრედიენტები
4 ცალი ხეკის ფილე (175 გ თითო)
1/2 ცალი დაჭრილი ლიმონი
1 კონა ოხრახუში
1 ს/კ შავი პილპილის მარცვლები
მარილი
4 ცალი დაჭრილი პრასი
2 ცალი დაჭრილი სტაფილო
1 ს/კ მარცვლებიანი მდოგვი
3 ს/კ თაფლი
3 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
ცოტაოდენი მარილი და პილპილი
100 მლ/ლ ზეითუნის ზეთი
1/2 ცალი ლიმონის წვენი
მომზადება
საკმაზის გასაკეთებლად: თაფლი, მდოგვი, ძმარი და ცოტაოდენი მარილი მოათავსეთ თასში. შეურიეთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. შეაზავეთ პილპილით და გადადგით.
ხეკის მოსახარშად: დაბალ ტაფაზე 200 მლ წყალი მოათავსეთ (ტაფა ზომით ისეთი უნდა იყოს, რომ თევზის ფილეები კარგად დაეტიოს). დაუმატეთ ლიმონის ნაჭრები, ოხრახუში, შავი პილპილის მარცვლები და ცოტაოდენი მარილი. აადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და ფრთხილად ჩააწყვეთ კანგაცლილი და გასუფთავებული ხეკის ფილეები. ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე ფილეების მოხარშვამდე, დაახლოებით 10 წუთით.
ამასობაში, სხვა ქვაბში გააცხელეთ წყალი, დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო, მარილი და პილპილი. ადუღეთ 2–3 წუთით. დაუმატეთ პრასი და კიდევ რამდენიმე წუთით ადუღეთ, ბოსტნეულების დარბილებამდე. შემდეგ კარგად გადაწურეთ.
თევზი ფრთხილად ამოიღეთ წყლიდან და ქაღალდის პირსახოცზე დააწდეთ. ბოსტნეული ოთხ თეფშზე გადაანაწილეთ, თავზე დააწყვეთ ხეკის ფილე და კოვზით მოასხით საკმაზი. გემრიელად მიირთვით!