რუსეთი ქალაქ ლიმანის სრულად აღებას ცდილობს, ვინაიდან ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია დონბასზე შეტევის შემდეგი ეტაპისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.
„27 მაისამდე რუსულმა ჯარმა, დიდი ალბათობით, დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ლიმანის დიდი ნაწილი დაიკავა. ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იქ მდებარეობს მსხვილი სარკინიგზო კვანძი. გარდა ამისა, ლიმანი უზრუნველყოფს წვდომას მნიშვნელოვან სარკინიგზო და საავტომობილო ხიდებზე მდინარე სევერსკი დონეცზე. ლიმანთან პლაცდარმის მოწყობა მისცემს რუსეთს უპირატესობას დონბასზე თავდასხმის პოტენციურ მომდევნო ეტაპზე, როცა რუსული ჯარი, სავარაუდოდ, უკრაინის მიერ კონტროლირებად სლავიანსკისა და კრამატორსკისკენ გასვლას შეეცდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.