არომატული ბადრიჯანი

არომატული ბადრიჯანი

ინგრედიენტები

2   კგ. მკვრივი, მოზრდილი ბადრიჯანი

სუფთა ზეითუნის ზეთი მოსასხურებლად

3   ცალი დაფქვილი წითელი მწარე წიწაკა

750   გრამი მშრალი ყველი რიკოტა

175   გრამი ფიჭვის კაკალი

1   ცალი ლიმონის ცედრა

1   მუჭი დაჭრილი ახალი პიტნის ფოთოლი

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 200°C–ზე.

დაჭერით ბადრიჯანი 1 სმ. სისქის წრიულ ფორმებად, შემდეგ დააწყვეთ ზეთმოსხმულ საცხობ ლანგარზე. შეაზავეთ სურვილისამებრ, თუ გსურთ, პილპილიც დაუმატეთ. მოასხურეთ ცოტაოდენი ზეთი და წვით 15–20 წუთით ღუმელში გადაბრაწვამდე. გადააბრუნეთ, კვლავ შეაზავეთ და შედგით ღუმელში დამატებით 15 წუთით გადაბრაწვამდე.

ამასობაში, ფიჭვის კაკალი მოათავსეთ ცეცხლგამძლე ლანგარზე და გააჩერეთ ცხელ ღუმელში 3–4 წუთით, სანამ შეფერვას დაიწყებს, დროდადრო შეამოწმეთ. გამოიღეთ და გააგრილეთ.

გადმოიღეთ ბადრიჯანი თეფშზე და მოაყარეთ რიკოტა, დახლიჩეთ ჩანგლით. მოაყარეთ ზემოდან ფიჭვის კაკალი, ლიმონის ცედრა და პიტნა. გასინჯეთ, ხომ არაფერი აკლია, და მირთმევამდე მოასხურეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი.