დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთი თანამედროვე შეიარაღების მწვავე დეფიციტს განიცდის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთი თანამედროვე შეიარაღების მწვავე დეფიციტს განიცდის

რუსეთი განაგრძობს შეტევას ლისიჩანსკისა და სევერედონონეცკის მიმართულებით, პოპასნოის რაიონში კი მცირე სოფლებს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსული მხარის ზეწოლის მიუხედავად, უკრაინელები მათ არ აძლევენ უფლებას, კონტროლი დონბასის სრულ ტერიტორიაზე დაამყარონ.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი თანამედროვე შეიარაღების დეფიციტს განიცდის.