მარიუპოლის მერის მრჩეველის განცხადებით, ქალაქის მოსახლეობა საფილტრაციო ბანაკებში გადაჰყავთ

მარიუპოლის მერის მრჩეველის განცხადებით, ქალაქის მოსახლეობა საფილტრაციო ბანაკებში გადაჰყავთ

ქალაქის მერის მრჩეველის განცხადებით, მარიუპოლის მცხოვრებლები საფილტრაციო ბანაკებში გადაჰყავთ.

პეტრო ანდიუშენკოს თქმით, 21 მაისს მარიუპოლიდან 313 ადამიანი ჯერ რუსეთის მიერ კონტროლირებად ბეზიმენეში, მოგვიანებით კი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათგან 55 ბავშვია.

Byline Times-ის მიხედვით, საფილტრაციო ბანაკებში ადამიანებს სამუშაო ძალად იყენებენ.

მარიუპოლს ამჟამად რუსეთი სრულად აკონტროლებს.