ტოკიოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მზად იქნება, ტაივანის დასაცავად ძალა გამოიყენოს.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაიცავს თუ არა აშშ ტაივანს მასზე თავდასხმის შემთხვევაში, პრეზიდენტმა უპასუხა:
დიახ, ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ. ჩვენ ვეთანხმებით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ მასზე და აქედან გაფორმდა ყველა დაგეგმილი შეთანხმება, მაგრამ აზრი, რომ შეიძლება მისი ძალით აღება, უბრალოდ მიზანშეწონილი არ არის.
ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.