ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს ოპოზიცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები გაკეთდეს, მათი მიზანია რეალური საქმეებიდან ყოველგვარი ყურადღება გადაიტანონ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ხელისუფლების მთავარი, პრინციპული მიდგომააა - არავის მისცეს თავისი დესტრუქციული ზრახვების განხორციელების, სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა, გამოვიყენებთ ყველა ხერხს, რომელიც ამისთვის აუცილებელი იქნება და რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფს.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საუკუნეობრივი არჩევანი - ჩვენი ქვეყანა ევროპის ნაწილი იყოს, შესაბამისად ამ პრინციპულ ხაზს ხელისუფლება მიჰყვება. მთავარი, რაზეც სიფხიზლეა საჭირო, ეს არის ზედმეტად არ გავერთოთ ჩვენს ოპონენტებთან ოპონირების პროცესით და მიუხედავი არ დარჩეს თვითონ საქმე, რომელიც პროფესიულად გადაწყვეტას მოითხოვს და ამაზე მეტი ყურადღება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.