ქათმის ფრთები იაპონურად

ქათმის ფრთები იაპონურად

ინგრედიენტები

1 2/5  კგ. ქათმის ფრთები

1   ცალი კვერცხი

1   ჭიქა ფქვილი

225   გრამი კარაქი

3   ს/კ სოიოს სოუსი

3   ს/კ წყალი

1   ჭიქა შაქარი

1/2  ჭიქა თეთრი ძმარი

1   კბილი ნიორი

1   ჩ/კ მარილი

მომზადებ

გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F).

მჭრელი დანის გამოყენებით მოაჭერით ქათმის ფრთებს ჯერ ბოლოები და შემდეგ გაჭერით ისინი შუაზე.

მსუბუქად გათქვიფეთ კვერცხი ღრმა თეფშზე. დაყარეთ ფქვილი მეორე თეფშზე. აგორგოლავეთ შუაზე გაჭრილი ქათმის ფრთები ჯერ კვერცხში და შემდეგ ფქვილში.

გაადნეთ კარაქი საშუალო ცეცხლზე, დიდ და ღრმა ტაფაზე. შეწვით ფრთები ორივე მხრიდან, ყავისფერი შეფერილობის მიღებამდე(ყველა არ დაგეტევათ ამიტომ: გაადნეთ ჯერ კარაქის ნახევარი და შეწვით ფრთების ნახევარი და მეორედაც იგივე გაიმეორეთ).

დაფარეთ საცხობი ლანგარი(x2) ალუმინის ფოლგით და დაალაგეთ მასზე შემწვარი ქათმის ფრთები.

მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ სოიოს სოუსი, წყალი, შაქარი, ძმარი, მარილი და პატარა ნაწილაკებად დაქუცმაცებული მცირე/საშუალო ზომის კბილი ნიორი.

მოასხით ქათმის ფრთებს მომზადებული სოუსი და აცხვეთ გახურებულ ღუმელში 30-45 წუთის განმავლობაში. თან ლანგარის ფსკერზე დარჩენილი სოუსი ზემოდან ხშირ-ხშირად მოაცხეთ(გამოიყენეთ ფუნჯი).