ზელენსკი: ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის ფასი ათიათასობით სიცოცხლეა

ზელენსკი: ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის ფასი ათიათასობით სიცოცხლეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას დამოუკიდებლობისთვის ომში გამარჯვება ათიათასობით ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდება.

„ეს ომი ნამდვილად დამოუკიდებლობისთვის ომია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გადადებული ომია. გადადფებული 30 წლით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა 1991 წელს. ან - ასი წლით, ჩვენი წინა ისტორიის გათვალისწინებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის ფასი ათიათასობით სიცოცხლეა. ყველა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც მტერმა მოკლა”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.