დიდი ბრიტანეთის დედოფალი ტახტის ასვლის პლატინის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ელისაბედ მეორე შოუს დაესწრო, რომელიც ბრიტანეთის ისტორიის მთავარ მოვლენებს ასახავდა. წარმოდგენაში 500-ზე მეტი ცხენი და ათასი არტისტი მონაწილეობდა, მათ შორის ტომ კრუზი, ჰელენ მირენი და კეტრინ ჯენკინსი. 96 წლის მონარქის გამოჩენას აუდიტორია ოვაციებით შეხვდა.
გასულ კვირას დედოფალი პარლამენტის სესიის გახსნას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.