ოლაფ შოლცი: თანდათან პუტინისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ სანქციების მოხსნის გზა მხოლოდ უკრაინასთან შეთანხმების მიღწევაზე გადის

ოლაფ შოლცი: თანდათან პუტინისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ სანქციების მოხსნის გზა მხოლოდ უკრაინასთან შეთანხმების მიღწევაზე გადის

რუსეთმა ვერ მიაღწია უკრაინაში ვერცერთ მიზანს, რომელზეც ომის დასაწყისში საუბრობდა. უკრაინა არაა დაპყრობილი, ის იცავს თავს ძალიან კარგად, სიმამაცით და თავგანწირვით. ნატო არსად წასულა, მეტიც - აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს წარმომადგენლობა გაზრდილია, - ამის შესახებ გამოცემა T-Online-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ალიანსი იქნება კიდევ უფრო ძლიერი, როდესაც ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები გახდებიან. რუსულმა ჯარმა საგრძნობი დანაკარგი განიცადა, გაცილებით დიდი, ვიდრე ავღანეთში ათწლიანი საბჭოთა კამპანიის დროს. თანდათან პუტინისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი და სანქციების მოხსნის გზა მხოლოდ უკრაინასთან შეთანხმების მიღწევაზე გადის“, - აცხადებს შოლცი.