NHK: ჩინეთის სამხედრო ხომალდები სენკაკუს სადავო კუნძულებთან იაპონიის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ

NHK: ჩინეთის სამხედრო ხომალდები სენკაკუს სადავო კუნძულებთან იაპონიის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ

ჩინეთის საზღვაო პოლიციის 4 საპატრულო ხომალდი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, იაპონიის მიერ კონტროლირებად სენკაკუს კუნძულებს მიუახლოვდა. ამის შესახებ ტელეარხი NHK-ი იტყობინება.

ჩინური ხომალდები იაპონიის ტერიტორიულ წყლებში უკვე რამდენიმე საათი იმყოფებიან. იაპონიის სანაპირო დაცვამ უკვე გაუგზავნა მათ რამდენიმე გაფრთხილება და თავისი სანაპირო ზონის დატოვება მოსთხოვა.

აღსანიშნავია, რომ ჩინური გემები პერიოდულად დემონტრაციულად შედიან სენკაკუს სადავო კუნძულებთან მდებარე სანაპირო ზონაში და რამდენიმე საათის შემდეგ ნეიტრალურ წყლებში ბრუნდებიან. აქამდე ჩინური მხარის ასეთ ქმედებებს შეიარაღებული ინციდენტები არ მოჰყოლია.