ევროკავშირი უკრაინას ხორბლის ექსპორტში დაეხმარება. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იტყობინება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინულ პორტებში საექსპორტო პროდუქციის ბლოკირება გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხეს ქმნის, რის გამოც ალტერნატიული გზების ძიებაა საჭირო.
უკრაინის ინფრასტრუქტურის ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით საგანგებო ზომები გატარდება, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, მომდევნო 3 თვის განმავლობაში, 20 მილიონი ტონა ხორბლის ექპორტი განახორციელოს.