მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ გადაყვანა მხოლოდ პირველი ეტაპია, რომელმაც ელემენტარულად უნდა აღადგინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რათა შემდეგ იგი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ეს ფაქტობრივად არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი, რომელმაც ელემენტარულად უნდა აღადგინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რათა შემდეგ იგი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ ექიმები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ ეს არ უნდა ხელისუფლებას და ყოველდღიურად იქნება პროვოკაციები“, - განაცხადა გოცირიძემ.
იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ. სააკაშილი შეთავაზებას დათანხმდა. ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს.