რომის პაპი ფრანცისკე „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს და ამ პოლკის მებრძოლის, არსენი ფედოსიუკის მეუღლეებს შეხვდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეკატერინა პროკოპენნკომ და იულია ფედოსიუკმა პონტიფექსთან დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ისაუბრებს. მათ ფრანცისკეს სთხოვეს პირდაპირ მიმართოს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მებრძოლების გათავისუფლების თხოვნით, იმიტომ რომ „რუსული ტყვეობა ვარიანტი არ არის“.
„ჩვენი ბოლო იმედი ხართ. იმედი მაქვს შეძლებთ მათი სიცოცხლის გადარჩენას. გეხვეწებით, ნუ მიატოვებთ სასიკვდილოდ“, - უთხრა პროკოპენკომ რომის პაპს.
იულია ფედოსკიუმა კი აღნიშნა, რომ „აზოველები“ მესამე ქვეყანაში ევაკუაციის შესაძლებლობას ელიან და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაყრიან იარაღს.
ფრანცისკემ სტუმრებს უთხრა, რომ უკრაინელი სამხედროები გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს და მათთვის ილოცებს.