„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი არ შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, თავდებობის შუამდგომლობის შესახებ. დეპუტატი ამ ინიციატივას უპერსპექტივოს უწოდებს.
„ადრე სად იყვნენ? უკვე ნახევარი წელია მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და ადრეც შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ. მე მგონი ეს უბრალოდ იმაზე მიუთითებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად არ იცის რა გააკეთოს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოიყვანოს. სულ ახალ-ახალი იდეები აქვთ. მე ამას არ შევუერთდები და არ მგონია ამას რამე პერსპექტივა ჰქონდეს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, თავდებობის შუამდგომლობით მიმართავს. საკანონმდებლო ორგანოში, პარტიის ინიციატივას შეფასებები მოჰყვა.