შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება. ამის შესახებ უწყების დირექტორმა ევრილ ჰეინსმა, სენატის მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება რუსეთის ქმედებების ესკალაცია მოხდეს და ის უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს. ამერიკული დაზვერვა ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთი ვითარების ესკალაციას მოლდოვაშიც შეეცდება.
„ჩვენი შეფასებით, პრეზიდენტი პუტინი ემზადება უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის და ის კვლავ აპირებს დონბასის მიღმა არსებული მიზნების მიღწევას. რეალობის გათვალისწინებით, პუტინი აწყდება შეუსაბამობას მის ამბიციებსა და რუსეთის ამჟამინდელ კონვენციურ სამხედრო შესაძლებლობებს შორის. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება ვიაროთ უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად ესკალაციური ტრაექტორიით. ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო ძლიერ საშუალებებს მიმართავს. რუსეთი შესაძლოა მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში სახმელეთო ხიდის გაკეთებას ცდილობდეს“, - განაცხადა ჰეინსმა.