დონბასში რუსული ჯარების წინსვლა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გეგმებს სულ მცირე ორი კვირით ჩამორჩება, - ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის უწყების შეფასებით, პუტინი ორი კვირით ან კიდევ უფრო მეტით ჩამორჩება იმას, სადაც აპირებდა ყოფნას როგორც დონბასის, ისე უკრაინის სამხრეთის მიმართულებით.
„მარიუპოლიც კი ამ დრომდე აღებული არაა. პუტინმა 10 ტაქტიკურ-ბატალიონური ჯგუფი ჩრდილოეთში გაგზავნა, თუმცა სამხრეთში ორი ტაქტიკურ-ბატალიონური ჯგუფის ექვივალენტი რჩება. რუსეთი ამ დრომდე ბომბავს მარიუპოლს, იმიტომ რომ „აზოვსტალის“ ქარხანა წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებს. შესაბამისად, პუტინმა ვერ მიაღწია ვერანაირ წარმატებას“, - აცხადებენ პენტაგონში.