აზოვის ლეგიონი დანებებას არ აპირებს, საგანგებო გაცხადება დანაყოფის ერთ-ერთმა წევრმა, ილია სამოილენკომ ტელეკომპანია „სკაი ნიუსთან“ გააკეთა. უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფება, ქარხანაში შექმნილ შემზარავ პირობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დამცველები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან.
„არავინ ელოდა, რომ ამდენ ხანს გავუძლებდით რუსების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მაინც ვიბრძვით. ჩვენ დიდ მსხვერპლს ვიღებთ, დანაკარგებს განვიცდით, ადგილზე მყოფებს უკიდურესად შეზღუდული რესურსები აქვთ და მიაჩნიათ, რომ შეიძლება, ყოველი დღე უკანასკნელი იყოს. ამის შედეგი შეიძლება იყოს დატყვევება მტრის მიერ, რაც ჩვენთვის სიკვდილს ნიშნავს. ჩვენი სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა - ყველაფერს“, - განაცხადა ილია სამოილენკომ.