პენტაგონი: დავინახეთ იმის მინიშნებები, რომ რუსებს უკრაინელები რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ

პენტაგონი: დავინახეთ იმის მინიშნებები, რომ რუსებს უკრაინელები რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა იმის მინიშნებები დაინახა, რომ რუსებს უკრაინელები რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კითხვაზე, რომ უკრაინის მთავრობის განცხადებით, 1.2 მილიონი უკრაინელი რუსეთში დეპორტირებულია, ჯონ კირბიმ უპასუხა:

ჩვენ ნამდვილად დავინახეთ იმის მინიშნებები, რომ უკრაინელები უკრაინიდან რუსეთში გადაჰყავთ. ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ უკრაინელები მათი ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ რუსეთში.