ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

7 აპრილს, აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო კანონპროექტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროგრამის აღდგენის მიზნით, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად გაუგზავნოს უკრაინას იარაღი და სხვა მარაგები.

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის კანონი კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა იმ დათქმით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები აშშ-ს თანხას მოგვიანებით გადაუხდიან.