კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მსოფლიო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი წააგოს.
„ის, რაც პუტინმა უნდა გაიგოს, არის ის, რომ დასავლეთი აბსოლუტურად მტკიცედ განწყობილია, დაუპირისპირდეს იმას, რასაც ის აკეთებს“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში.
ჯასტინ ტრუდოს თქმით, პუტინის უკანონო ომი, ესკალაცია, წითელი ხაზების გადაკვეთა უკრაინაში შემდგომი შეჭრის არჩევით ნიშნავს, რომ მსოფლიო ყველაფერს გააკეთებს, რათა დარწმუნდეს, რომ ის [ვლადიმერ პუტინი] წააგებს.
„ის სისასტიკეს სჩადის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და ამას იმიტომ აკეთებს, რადგან ფიქრობდა, რომ გაიმარჯვებდა. მაგრამ მას მხოლოდ წაგება შეუძლია“, - აღნიშნა ჯასტინ ტრუდომ.