ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: ვიცი რა საშინელებასაც განიცდის ხალხი უკრაინაში და მათ მშვიდობის დაბრუნებას ვუსურვებ

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: ვიცი რა საშინელებასაც განიცდის ხალხი უკრაინაში და მათ მშვიდობის დაბრუნებას ვუსურვებ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა უკრაინაში ვიზიტი შეაჯამა. შესაბამისი განცხადება ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„ბავშვობაში გამოვცადე ომის სუნი, ხმა და განადგურება. კიევში ვიზიტმა ჩემში შიშის, ტკივილისა და დანაკარგის მტკივნეული მოგონებები გააცოცხლა. ვიცი რა საშინელებასაც განიცდის ხალხი უკრაინაში და მათ მშვიდობის დაბრუნებას ვუსურვებ - აქ და მთელს მსოფლიოში“, - წერს გებრეიესუსი.

გებრეიესუსი უკრაინაში 7 მაისს ჩავიდა. ვიზიტის მთავარი მიზანი იმ გზების ძიება გახდა, რომლებითაც ჯანმო უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერის გაზრდას შეძლებს.