აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უწოდა ლაჩარი, რომელიც ბავშვებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს. ამის შესახებ პელოსიმ MSNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი ლაჩარია. ის მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს. ის ბავშვებს ებრძვის და მათ ომის იარაღად იყენებს“, - განაცხადა პელოსიმ.
მისივე თქმით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად უნდა იყოს აღიარებული.
„თუ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში არაა, შეგიძლიათ დახიოთ ეს სია. ბირთვული ქვეყანა მეზობელს ესხმის თავს და მისი ლიდერი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. ქვეყნის პრეზიდენტი ჯარისკაცებს სისასტიკისკენ, ბავშვებისა და ქალების გაუპატიურებისკენ აქეზებს. ძალადობის ეს აქტები ცივილიზებული ადამიანური ქცევის ზღვარს მიღმაა. ამიტომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში უნდა იყოს და იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება“, - განაცხადა პელოსიმ.