გერმანიის კანცლერი: პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი და ის არ მოიგებს მას

გერმანიის კანცლერი: პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი და ის არ მოიგებს მას

გერმანიის მთავრობა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 130 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა ხელს შეუწყობს რუსეთის თავდასხმების მიმართ უკრაინის წინააღმდეგობის გაძლიერებას. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას 147 მილიონ დოლარს გამოუყოფს განვითარების დასაფინანსებლად.

„ჩვენი ერთიანობა მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილნი: პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი და ის არ მოიგებს მას“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.