ანტონიო გუტერეში: „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მესამე ოპერაცია მიმდინარეობს

ანტონიო გუტერეში: „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მესამე ოპერაცია მიმდინარეობს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მესამე ოპერაცია მიმდინარეობს.

გასულ კვირას ჩატარებული ორი ოპერაციის შედეგად, გაერომ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) 500 მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს.

გუტერეშმა უარი თქვა ახალი ოპერაციის შესახებ დეტალების გასაჯაროებაზე.

„ვიმედოვნებ, რომ მოსკოვთან და კიევთან მუდმივი კოორდინაცია უფრო მეტ ჰუმანიტარულ პაუზას გახდის შესაძლებელს, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ამ ჯოჯოხეთიდან გამოვიყვანოთ“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.