დასავლეთმა ჭკუა ისწავლა და ნამდვილი შეიარაღების მიწოდებაზე გადავიდა, რაც უკრაინას ნამდვილად სჭირდება. შეიარაღების ნაწილი უკვე შედის, იმიტომაცაა რუსები ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ და მთავარ საკომუნიკაციო ცენტრებს ანადგურებენ, აცხადებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას. მისი თქმით, ხშირი სარაკეტო დარტყმები ორ მომენტთანაა დაკავშირებული, პირველი რუსეთს 9 მაისამდე რაიმე შედეგზე გასვლა სურს და მეორე მიზანი ისაა, რომ დააზიანონ ის ლოკაციები, რომლის მეშვეობით დასავლური შეიარაღება მებრძოლებს მიეწოდება.
„ხშირი სარაკეტო დარტმები შესაძლოა ორ მომენტთან იყოს დაკავშირებული - რუსეთი შესაძლოა ემზადება, რომ რამდენიე მიმართულებით სახმელეთო ოპერაციები სერიოზულად განახორციელოს და ნიადაგს ამზადებს. ასევე სავარაუდოდ 9 მაისისთვის უნდათ, რომ მასობრივი შეტევა დაიწყონ. როგორც ჩანს, აპირებენ, რომ დონბასის ტერიტორიაზე ავდეევკა-კრამატორსკი-სევეროდონეცკის მიმართულებით შეუტიონ, ხარკოვის და ნიოკოლაევი-ოდესის მიმართულებითაც გაიჭრან.
„აზოვსტალზე" პუტინმა თავისივე ბრძანებას გადააბიჯა და სიტყვა გატეხა. ამბობდა, რომ დაებლოკათ, მაგრამ, ჩანს, უბრძანა, შტურმი დაეწყოთ. „აზოვსტალის" მიდამოებში ოკუპანტები შეიჭრნენ და გააფრთრებული ბრძოლა მიდის. არა აქვს მნიშვნელობა რუსები მოღალატემ შეიყვანა თუ არა, მთავარი ისაა, რომ პუტინმა სიტყვა გატეხა.
„აქ შესაძლოა ახალი ჰუმანიტარული კატასტროფა მოხდეს, რადგან ცხარე ბრძოლებში მშვიდობიანი მოქალაქეები და დაჭრილები არიან და პუტინის გავეშებული სამხედროები მათ რას უზამენ, არ ვიცით. შესაძლოა ბუჩა და ირპინი აქეთ დარჩეს. როგორც ჩანს, 9 მაისამდე ხუთ დღეში უნდათ, რამე მოასწრონ, სურთ, რომ ფსიქოლოგიურად იმოქმედონ და თქვან, რომ აზოვსტალის დაცული ტერიტორიაც კი დავიკავეთო. არც ისაა გამორიცხული, რომ მარიუპოლში აღლუმი ჩაატარონ.
„დასავლეთი უკრაინას უკვე საშუალო და მძიმე ტიპის შეიარაღებას აწვდის, დასავლეთმა ჭკუა ისწავლა და ნამდვილი შეიარაღების მიწოდებაზე გადავიდა, რაც უკრაინას ნამდვილად სჭირდება. შეიარაღების ნაწილი უკვე შედის, იმიტომაცაა რუსები ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ და მთავარ საკომუნიკაციო ცენტრებს ანადგურებენ. რუსებისგან სარაკეტო დარტყმები ცენტრებისა და არხების განადგურებას ითვალისწინებს, ეს იქნება გზატკეცილები, ლოჯისტიკური ცენტრები თუ სხვა ლოკაციები. ისინი უკვე მიხვდნენ, რომ უკრაინა მიღებული იარაღით ომში სერიოზულ გარდატეხას მოახდენენ და გზებს უჭრიან," - აცხადებს, იგი.
მისივე თქმით, ნატოს სტანდარტების შეიარაღების შესწავლას დრო სჭირდება, თუმცა იმედოვნებს, რომ უკრაინელები ამას შეძლებენ.
„რაც შეეხება თანამედროვე იარაღის შესწავლას, ნატოსა და რუსული სტანდარტები განსხვავებულია. უკრაინელები ძირითადად მთავარ დამრტყმელ შეიარაღებას საბჭოური წარმოების იარაღით ახორციელებდნენ. ეს პრობლემა ყოფილი პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნებს ეხება, მათ შორის საქართველოსაც. როცა უკრაინა თანამედროვე ნატოს სტანდარტების იარაღს იღებს, მისი გამოყენება არცთუ ისე იოლია და მას შესწავლა სჭირდება. ამას ზოგადად წლების ჭირდება. ამის მიუხედავად უკრაინელები ამ მოკლე დროში ამას ცდილობენ.
„თუმცაღა ერთი მომენტია, რომ შეიარაღება მიიღო, შეისწავლო და მეორე ლოჯისტიკურად როგორ გადაანაწილებენ, თუნდაც ტყვია-წამალი და მსუბუქი ტიპის შეიარაღება როგორ მიეწოდება. უკრაინის გეოგრაფიული პირობები საბჭოთა ტექნიკისთვის უფრო თავსებადი იყო, ვიდრე დასავლურის, თან ამდენი სარაკეტო დარტყმების ფონზე, გზების და დამაკავშიერებელი ხიდების პრობლემაა, ყველა აეროპორტი ფაქტიურად მწყობრიდანაა გამოყვანილი, შავმიწა ნიადაგია და გაზაფხულზე წვიმიანი ამინდები ტექნიკის გადაადგილებას ხელს არ უწყობს.
„რუსები უკვე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ კონკრეტულ ლოკაციებზე, რომ ეს იარაღი საბრძოლო მოქმედებების თეატრის ზონამდე ვერ მივიდეს. სჯობდა, რომ დასავლეთს იარაღი გაცილებით ადრე, თუნდაც ომის დასაწყისში მიეწოდებინა და დრო მოეგო, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელები ამასც დაძლევენ," - განაცხადა მაისაიამ.
მითუმეტეს როცა ხედავთ რომ მას ეს არ უნდა და მისი გამოღვიძება უკრაინას რამდენად ძვირი უჯდება