რუსული „სბერბანკი“ აცხადებს, რომ მუშაობს იმ პირების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თანხას სწირავენ თავიანთი ბარათების გამოყენებით, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, „სბერბანკი“ „როსფინმონიტორინგს“ (ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახური) უგზავნის ინფორმაციას იმ ფულადი გზავნილების შესახებ „რომლის შესაძლო მიზანია შემოწირულობები სამხედროებისთვის“.