Reuters-ი 36 წლის უკრაინელი კაცის, მიხაილო პურიშევის შესახებ წერს, რომელმაც ოკუპანტების სამიზნე ქალაქიდან - მარიუოლიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლო.
პურიშევი თავადაც მარიუპოლის მკვიდრია და ომამდე, ამ ქალაქში ღამის კლუბი ჰქონდა.
კაცი ქალაქში, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, 6-ჯერ შევიდა. მგზავრობიდან მგზავრობამდე, წითელი მიკროავტობუსი ზიანდებოდა, თუმცა, მეგობრებთან ერთად, მას არემონტებდა და კვლავ ქალაქში ბრუნდებოდა.
„მიკროავტობუსი ბომბის, დარტყმის, ნაღმტყორცნების, ცეცხლასასრულო იარაღის სამიზნე გახდა. მართალი გითხრათ, მასზე ომის უამრავი კვალია“, - ამბობს ის.
კაცმა მოსახლეობის ევაკუაცია ისე შეძლო, რომ არავინ დაზიანებულა.
„რა თქმა უნდა, უფალი მიცავდა. ერთადერთი დაზიანება, რომელიც მივიღე, იყო შუშის ნამსხვრევით გამოწვეული, თუმცა, ჩემმა ქურთუკმა დამიცვა და მხოლოდ ნაკაწრი დამიტოვა“, - ამბობს ის.