კახა გოგოლაშვილი: ეს ნიშანი არის ქალაქში გაბნეული და ერთმანეთთან კავშირის გარეშე ჩამალული დივერსანტების შეკრების ადგილი, როდესაც ამის ბრძანებას მიიღებენ

კახა გოგოლაშვილი: ეს ნიშანი არის ქალაქში გაბნეული და ერთმანეთთან კავშირის გარეშე ჩამალული დივერსანტების შეკრების ადგილი, როდესაც ამის ბრძანებას მიიღებენ

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ამ ნიშანს, რომელსაც რუსული სამხედრო ძალების შეკრებაზე ვხედავთ  სტელსის ტექნოლოგიის უხილავი ბობმდამშენის ფორმა აქვს. არ ვიცი რა კავშირი აქვს თბილისის უბნებში გაჩენილ გრაფიტის ნახატებს ამასთან, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ძალიან გვანან ერთმანეთს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ვიღაც რუსი ფანატის დახატულია, რომელიც შეყვარებულია რუსული არმიის რეზერვზე, მაგრამ ამდენ ნიშანს სხვადასხვა უბნებში ერთი ადამიანი მოკლე დროში ვერ დახატავდა. ესე იგი, ეს რაღაც ჯგუფია და ამ შრმთხვევაში ასეთი ახსნა - ფანები არიან და ღამღამობით სახატავად დადიან  ქალაქში აღარ იმუშავებს. აქ რაღაც ინტერესია ჩადებული. სიტუაციიდან და კიევის მოვლენებდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავდი,  რამდენიმე ვერსიას:  

ეს ნიშანი არის ქალაქში გაბნეული და ერთმანეთთან კავშირის გარეშე ჩამალული დივერსანტების შეკრების ადგილი, როდესაც ამის ბრძანებას მიიღებენ; 

2. მონიშნულია ის ობიექტები, რომლებიც უნდა დაიბომბოს (რადგან ბომბდამშენის ნიშანია). საჭირო დროს ამ ნიშანთან დადგება დივერსანტი და GPS კოორდინატებს გადასცემს საჰაერო შტაბს, შემდგომში ავიაციისთვის გამოსაყენებლად და იმ შემთხევაში თუ ნახავს, რომ იმ ადგილას ხალხის ან შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ხდება. საჰაერო განგაშის შემთხვევაში ასეთი ადგილები სწორედ მიწისქვეშა გადასასვლელები ან გარაჟები შეიძლებ იყოს ; 
3. შესაძლოა, თავიანთი მომხრეებისთვისაა მონიშნული, რომ საჰაერო დარტყმების დროს თავი შეაფარონ და მანამდე ქუჩაში სერნობისას დაიმახსოვრონ ეს ადგილები. ეს ყველაფერი  ალბათ იმიტომ ხდება ნიშნების გამოყენებით, რომ დივერსანტებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ, ტელეფონთ საუბრის შემთხვევაში,  მათ შესაძლოა აღმოაჩენდნენ და გაშიფრავდნენ. ვფიქრობ,  აუცილებელია ამ პიროვნებების სასწრაფოდ იდენტიფიცირება, მათთან ბინებზე ჩხრეკის ჩატარება, დაკავება და ყველა საეჭვო პირის ქვეყნიდან სასწრაფო დეპორტაცია. შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ ერთ პროცენტიანი შანსიც არ უნდა დავუშვათ. საჭიროა მთელი ერი გამოვიდეთ საბავშვო ასაკიდან და სერიოზულად შევხედოთ ასეთ საფრთხეებს.
(სურათზე: 2021 წელს რუსეთში გამართული სამხედრო ოლიმპიადის გახსნის ცერემონია)"