გიორგი ვაშაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გამოსავალი ევროპის მიმართულებით მისი ტრანსპორტირებაა

გიორგი ვაშაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გამოსავალი ევროპის მიმართულებით მისი ტრანსპორტირებაა

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გამოსავალი ევროპის მიმართულებით მისი ტრანსპორტირებაა,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა. უფრო და უფრო მეტი ჩვენი დასავლელი პარტნიორი ყალიბდება იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გამოსავალი არის ევროპის მიმართულებით მისი ტრანსპორტირებაა, რასაც მეც ვემხრობი“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია.