აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აკონტროლებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მარიუპოლს.
„კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აკონტროლებს თუ არა ის მარიუპოლს. ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მარიუპოლი მთლიანად დაეცა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსულმა ჯარმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებთან ერთად ქალაქი მარიუპოლი გაათავისუფლა.