რუსეთ-უკრაინის ომი რომ ქართველებისთვის განსაკუთრებული და ემოციურად სრულიად სხვა დატვირთვის მატარებელია ეს ქართველი მებრძოლების იქ ყოფნით და მათი თავდადებით უკვე გამოჩნდა. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული და 15 დაჭრილია. რუსებს ქართველების თავდადება ყველაზე მეტად აღიზიანებთ და „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელის მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრეს. ისინი ქართველებზე განსაკუთრებულ ნადირობას აცხადებენ.
რუსების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ასევე „აზოვის“ ბატალიონში მებრძოლი ქართველები არიან. ბატალიონი 2014 წელს უკრაინელებმა ორ ქართველ ბახვა ჩიქობავას გიორგი ყუფარაშვილთან ერთად შექმნეს. ჩიქობავა მარიუპოლის დაცვისას დაიღუპა, ხოლო ყუფარაშვილი დაიჭრა, თუმცა მისი მდგოამრეობა ახლა სტაბილურია.
განსაკუთრები მძიმე დღეს იყო 17 აპრილი, როდესაც უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა. ისინი ქალაქ რუბეჟნოესთან ჩეჩნურ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს დაიღუპნენ. მათი ცხედრები საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ. ამავე შეტაკებაში მძიმედ დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი ზურაბ მუქუშია.
ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი კი იზიუმში 9 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. მათი ცხედრები თბილისში 15 აპრილის დილით ჩამოასვენეს. ხოლო 17 აპრილს ორივე მათგანი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
18 მარტს ირპინში, კიევის მისადგომებთან დაიღუპნენ გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. 19 მარტს გავრცელდა ცნობები ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავას დაღუპვის შესახებ. ქალაქ ირპინთან 26 მარტს დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, დავით გობეჯიშვილი.
ბახვა ჩიქობავას გარდა, ყველა დაღუპულის საქართველოში ჩამოსვენება მოხერხდა და ისინი სმახედრო პატივით დაკრძალეს. ჩიქობავას ცხედრის ჩანოსვენება მარიუპოლის ალყის გამო ვერ ხერხდება.
რა საქმეები აღიძრა რუსეთში ქართველ მებრძოლებზე
რუსეთმა უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილისა და სხვა პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (დაქირავებული მებრძოლების გადაბირება და მათი შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვა) და 282-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამხედრო მოსამსახურეების სოციალური ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივება) მიმდინარეობს.
გამოძიების თანახმად, საქართველოს მოქალაქე მამუკა მამულაშვილმა უკრაინის ტერიტორიაზე შექმნა შეიარაღებული ფორმირება და ლიდერის როლს ასრულებდა. მათივე ცნობით, მამულაშვილმა თავისსავე საქმიანობაში, სულ მცირე, საქართველოს 24 მოქალაქე ჩართო და უკრაინის ტერიტორიასა და ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში რუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინტერნეტში განთავსდა მამუკა მამულაშვილის ინტერვიუ, სადაც იყო უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილე რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ დესტრუქციული და ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებები.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ასევე გამოვლინდა უკრაინის ტერიტორიაზე „ქართული ეროვნული ლეგიონის“ საქმიანობაში მონაწილე სხვა პირები. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მათ ქმედებებს გამოძიება სისხლისსამართლებრივ შეფასებასაც მისცემს.
რამდენი ქართველი ომობს უკრაინაში
კონფლიქტოლოგი მამუკა არშეიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლების რაოდენობა 1000-მდეა, თუმცა მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება. ზოგი უკან ბრუნდება და ზოგიც ისევ მიდის. როგორც არეშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, თემის დელეკატურობიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ზუსტად კონკრეტული ადგილების და მებრძლების დასახელებით საუბარი საფრთხილოა. ამიტომ ზოგადად შეგვიძლია ვისუბროთ ის, რაც ისედაც საჯაროდ ცნობილია, ან თავად უკრაინაში მებრძოლი ქართველები ამის გახმოვანებას არ ერიდებიან.
„ქართველი მებრძოლების დიდი ნაწილი 2014-2016 წლებში არიან ჩასული. ეს არის მცირე ნაწილი. „ქართული ლეგიონის“ ბირთვი ამ დროს წასული მეომრებისგან შედგება.
„ქართველები არიან ასევე სხვა სამხედრო ნაწილებში. უკვე ცნობილია და მეც დავადასტურებ ამას, რომ „აზოვის“ ბატალიონშიც არიან ქართველი მებრძოლები. ამ ბატალიონის სულის ჩამდგმელები ქართველები არიან. ყოველ შემთხვევაში 2014 წლიდან ინსტუქრტორები ისინი იყვნენ და მებრძოლების გაწვთნა მათ დაიწყეს.
„კიდევ არის ბატალიონი „აიდარი“, ესეც ცნობილია საჯაროდ და ამიტომ ვსაუბრობ. არიან ასევე თავდაცვის სტრუქტურებში. ეს ბატალიონები, რაც ვახსენე, უკვე დიდი ხანია არსებობენ. გარდა ამისა, ტერიტორიული დაცვის ბატალიონებშიც ირიცხებიან.
„ქართველების გარკვეული რაოდენობა ადგილობრივებიც არიან. ანუ ქართული გვარებით, ოღონდ უკრაინის მოქალაქეები. მართალია, სხვა ქართველებმაც მიიღეს უკრაინის მოქალაქეობა, რადგან შესაბამისი კანონის მიხედვით, თუ უკრაინის მოქალაქე არ არის, ის ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში ჟენევის კონვეციით ვერ ისაგრებელბს. თუმცა უკრაინაში მებრძოლთა შრის არიან ქართველები, რომლებიც იქ მუდმივად ცხოვრობენ“, - ამბობს არეშიძე „რეზონანსთან“.
რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას არეშიძე ამბობს, რომ 2014 წლიდან დღემდე უკრაინაში 20-მდე ქართველი დაიღუპა. აქედან 9 ქართველი ახლა ამ ომშია გარდაცვლილი. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ დაჭრილების რაოდენობა 15-მდე მაინც იქნება.
როგორ აფასებენ უკრაინელები ქართველ მებრძოლებს
რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ უკრაინელების დამოკიდებულებას, არეშიძე ამბობს, რომ საკმაოდ კარგი სახელით სარგებლობენ და რაოდენობითც ყველა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შედარებით, ბევრნი არიან.
„ქართველებს ძალიან კარგი სახელი აქვთ და ბრძოლის ველზე კარგ მებრძოლებად ითვლებიან. ვერ გეტყვით ყველა რამდენად ხარისხიანი მებრძოლია, იმიტომ, რომ ზოგი ძალიან ახალგაზრდაა. თუმცა ბევრი გამოცდილიც იბრძვის.
„ქართველების იქ ყოფნა უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მებრძოლებს შორის პოლიტიკური შეხედულებებში განსხვავებაც იგრძნობა. გარკვეული ჯგუფი არის, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას მხარს უჭერს. ნაწილი საერთოდ პოლიტიკურად ნეიტრალურია და უბრალოდ მხარს უკრაინელებს უჭერენ. არის კიდევ სხვა კატეგორიაც, რომლებსაც საერთოდ „ნაციონალების“ მიუღებლობა აქვთ. ამიტომაც არიან სხავდასხვა ნაწილებად გაფანტულები. ქართველი რისი ქართველია, რომ თავისი დამოკიდებულება არ გაამჟღავნოს...
„ძირითადი ბირთვი მაინც პროფესიონალი მებრძოლებისგან შედგება, რომლებიც უკრაინელების მხარდასაჭერად იბრძვიან და სამხედროები არიან. მათ საქართველოს ყველა ომში მონაწილეობა აქვთ მიღებული. უმეტესობა სხვადასხვა მისიებშია ნამყოფი და საკმაოდ გამოცდილი ხალხია. ყველაფერს არ ვსაუბრობთ, რადგანაც ამაზე მეტის თქმა უკვე სახიფათოა.
„დარეჯან მაისურაძე 63 წლის სნაიპერი ქალია, როემლიც ყველა ომშია ნაყოფი. ამ ქალბატონის ვინაობას ვამბობ იმიტომ, რომ თავად არ ერიდება საჯაროობას. სხვაგვარად არც დავასახელებდი“, - ამბობს არეშიძე „რეზონანსთან“.
ქართველები ფრონტის მეორე მხარეს
რაც შეეხება რუსეთის მხარეს მებრძოლ ქართველებს, არეშიძე ამბობს, რომ ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან, რომლებსაც ქართული გვარები აქვთ - დონეცკში ცხოვრობენ ქართველები, რომლებიც რუსების მხარეს იბრძვიან.
„დონეცკში საბჭოთა კავშირის დროიდან ჯერ კიდევ ბევრი ქართველი ცოხვრობდა. არიან ქართული გვარის მატარებლები. ამიტომ, დიდი ალბათობით, ფრონტის ხაზზე ისინიც იქნებიან.
„ახალ რუსების მხარეს არის დაღუპული ბურდული, რომელიც ვლადიკავკაზიდან არის და მას გვარის გარდა ქართული იდენტობის არაფერი აქვს შემორჩენილი. შეიძლება სხვებიც არიან, ვერ გეტყვით. ავიაციაში, რომელიც უკრაინას ბომბავს, ორი ქართველი ოფიცერი იმყოფება. ისინიც ადგილობრივებია არიან, რუსეთში დაბადებული და გაზრდილები. ქართული მხოლოდ გვარი აქვთ და ქართველებად თავს ისინი არც აღიქვამენ. ასევე ცნობილია მაიორი პატრიშვილი, რომელიც შტურმანია.
„რაც შეეხება ქართველების ორივე მხრიდან შეხვედრას ფრონტის ხაზზე, ეს ჯერჯერობით არ მსმენია. ჩეჩნების და ქართველბის დაპირისპირება მოხდა. ანუ ქართველებთან ერთად ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონიც იბრძოდა და ეს ჩეჩნურ-ქართული ჯგუფი კადიროველ ჩეჩნებს დაუპირისპირდნენ. ასეთი შეტაკება იყო.
„რამოდენიმე შემთხვევა მოხდა, როცა რუსების მხარეს აფხაზები და ოსებიც იყვნენ. ახლა დაიღუპა გუშინ ოსი, რომელიც მოხალისედ იყო წასული“, - ამბობს არეშიძე „რეზონანსთან“.