ეს გახლავთ ხელმოცარული პარტიის და მათი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის აუსრულებელი ოცნება, ქვეყანა წაიყვანონ დესტრუქციის გზით, აქ მოაწყონ ქაოსი, დაძაბულობა და ქვეყანა არიონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მიზნები ფიასკოთი სრულდებოდა, ამ შეუსრულებელ მისიასაც ფიასო ელოდება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.