საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რა სანქციების დაწესებას ითხოვენ ოპონენტები ხელისუფლებისგან რუსეთის წინააღმდეგ.
„საქართველო ავტომატურად არის იმ საერთაშორისო ფინანსური სანქციების ნაწილი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო „ვითიბი ბანკის“ გაუქმება თებერვლის ბოლოსვე. ასევე საქართველოს აქვს კანონი „ოკუპაციის შესახებ“, რომელშიც თითქმის მთლიანად მოქცეულია რუსეთის მთელი პოლიტიკური ელიტა. მათ არ აქვთ საქართველოში რაღაც დამალული აქტივები. საქართველო ისედაც არ ვაჭრობს რუსეთთან არც მაღალი ტექნოლოგიებით, არც იარაღით, არც ნახშირით, რომელზეც ევროკავშირს და დასავლურ ქვეყნებს სანქციები აქვთ დადებული. ამიტომ, როდესაც ოპონენტები სანქციებს ითხოვენ, ვერ გავიგე კონკრეტულად, რაზე უნდა დავაწესოთ სანქციები? ერთადერთი, რითიც ჩვენ ვვაჭრობთ რუსეთთან, ეს არის სურსათი. ჩვენგან გადის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხოლო იქიდან შემოდის სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ნაწილობრივ საწვავი. არც ერთზე და არც მეორეზე რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას სანქციები არ დაუწესებია. 2014 წელს, როდესაც მოხდა ყირიმის და დონბასის ნაწილის ოკუპაცია, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციების მიუერთდა საქართველო და მათ განუხრელად იცავს“, - აცხადებს სამხარაძე.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ნორმების პაკეტი, როგორ იკრძალება რუსეთის მიმართულებით სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი.
ომი უნდა გამოუცხადოთ რუსეთს, ომი
მერე კაი ბიჭები იქნებით და წამოვა ამერიკიდან ფულები..
მართალია ატკატებსი ფულები წაგივათ მაგრამ თ
ომი უნდა გამოუცხადოთ რუსეთს, ომი
მერე კაი ბიჭები იქნებით და წამოვა ამერიკიდან ფულები..
მართალია ატკატებსი ფულები წაგივათ მაგრამ თ
აი ეგ უნდათ, აი ეგ .......... მერე იმარიაჟებენ ----- აი რუსეთი როგორი აგრესორია, (ახალი ამბავი) საწყალ საქართველოსაც დაესხა თააავსო..
.იმას კი არ იტყვიან საქართველოს ძალით დავაწყებინეთ ომიო ............ არა, რუსეთი აგრესორიაო---- იმის კიჟინას დაიწყებენ
თავისთვის კი იტყვიან----- საქართველოს დედაცო.............
აი ეგე უნდათ ეგ