ბექა დავითულიანი: ყველა პროდუქცია, რომელიც საქართველოში შემოდის, აღირიცხება სპეციალურ პროგრამაში და არავითარი საკანონმდებლო ჩარჩო ამას არ სჭირდებ

ბექა დავითულიანი: ყველა პროდუქცია, რომელიც საქართველოში შემოდის, აღირიცხება სპეციალურ პროგრამაში და არავითარი საკანონმდებლო ჩარჩო ამას არ სჭირდებ

ყველა პროდუქცია, რომელიც საქართველოში შემოდის, აღირიცხება სპეციალურ პროგრამაში, თავისი კოდები აქვს პროდუქციას მინიჭებული და არავითარი საკანონმდებლო ჩარჩო ამას არ სჭირდება - პირდაპირ შეუძლიათ აღრიცხონ, ანალიტიკა გააკეთონ და არ გაუშვან შესაბამისმა სამსახურებმა რეექსპორტზე ისეთი საქონელი, რომელიც სანქცირებულია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, თუ არ იცის ეს ინიციატივის ავტორმა და იმიტომ აკეთებს, ერთია და მეორე, იმიტომ აკეთებს, რომ ეს იყოს მათი მორიგი აქტივობა, როგორიც ჩვენ ვნახეთ გასულ დღეებში“, - განაცხადა დავითულიანმა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ნორმების პაკეტი, როგორ იკრძალება რუსეთის მიმართულებით სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი.