ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია: რუსეთის სარაკეტო დარტყმებს ლვოვში, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია: რუსეთის სარაკეტო დარტყმებს ლვოვში, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის სარაკეტო დარტყმებს ქალაქ ლვოვში, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 8 - დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დასავლეთის საჰაერო ოპერაციების სარდლობის ინფორმაციით, დღეს ლვოვზე ოთხი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. სამი რაკეტა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული, ერთი კი - საბურავების შემკეთებელ დაწესებულებას მოხვდა“, - აღნიშნეს ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში.