უკრაინაში ევროპელი ლიდერების ვიზიტები გრძელდება. ევროკავშრის უმაღლესი წარმომადგენლების, ავსტრიის კანცლერისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერის შემდეგ, კიევს ლიეტუვის პრემიერი ეწვია.
ინგრიდა სიმონეტე კიევის ოლქის ქალაქი ბოროდიანკაში ჩავიდა. მას მეგზურობას უკრაიელი კოლეგა დენის შმიგალი უწევდა.
საოკუპაციო ძალებისგან განადგურებული ქალაქის დათვალერების და სავალალო ვითარების ადგილზე გაცნობის შემდეგ ლიეტუვის მთავრობის ხელმძღვანელმა უკრაინის მმართველობასთან მოლაპარაკებები გამართა და ოფიციალურ კიევს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებას დაჰპირდა.