ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში გაძლიერდება

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში გაძლიერდება

აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში გაძლიერდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთი განაგრძობს თავისი ძალისხმევის აღმოსავლეთ უკრაინაზე ფოკუსირებას.

„რუსეთის თავდასხმები კვლავ კონცენტრირებულია უკრაინის პოზიციებზე დონეცკისა და ლუგანსკის მახლობლად, შემდგომი ბრძოლებით ხერსონისა და მიკოლაივის გარშემო და კრამატორსკის მიმართულებით შეტევის განახლებით“, - ნათქვამია განცხადებაში.