17 მაისის ეპილოგი

17 მაისის ეპილოგი

ქართული საზოგადოებრიობა მოუთმენლად ელოდა 17 მაისის აქციის დასრულებას. ღვთის მადლით, დაპირისპირებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ტელესივრცე კი როგორც მოსალოდნელი იყო, მას აქეთ გაივსო მოსაწყენი სახეებით და საინფორმაციო სივრცესაც ლაყბობის მასალა ხანგრძლივი პერიოდით გამოუჩნდა. ბუნებრივია, რომ  ყაყანი კიდევ  დიიდხანს გასტანს, ცოტა ხანში გამოზაფხულდება და გამძაფრებულ რესპოდენტებსაც კიდევ უფრო მკაფიოდ აღებეჭდებათ ოფლის წვეთები სახეებზე, ყველა საკუთარი სიმართლის მტკიცებას შეეცდება, მათი შემხედვარე კი უამრავი ადამიანი დროს დაკარგავს და გაბრიყვდება, რადგან ხშირად ტელესივრცეში მოწვეული სტუმრები თავიანთი დამფინანსებლების ინტერესების გათვალისწინებით ისაუბრებენ.

როგორ უნდა მოიქცეს და ვის უნდა დაუჯეროს ამ დავიდარაბაში სექსუალური უმრავლესობისა, თუ სექსუალური უმცირესობის ინტელიგენტმა წარმომადგენელმა  ადამიანმა, რომელსაც ჰყავს საკუთარი პარტნიორი და სულაც არ აინტერესებდა 17 მაისის აქციაში მონაწილეობა (და ალბათ ასეთებიც იქნებიან)?

აქ დაფიქრება გვმართებს. აქციით გამოწვეული ვნებათაღელვა ნათელია. საზოგადოება შეშფოთებას გამოხატავს ძალადობის, აგრესიული სასულიერო პირებისა და ზოგადად იმ სიბნელის მიმართ, რამაც თანამედროვე  ცივილიზაციის გზაზე მიმავალ ქართულ სახელმწიფოს, კიდევ ერთხელ ლახვარი ჩასცხო ზურგში და აწი ცხვირი არამცთუ ევროპაში, დედამიწაზეც (!) (ერთ-ერთი პოსტიდან ამოვიკითხე) კი, აღარსად გამოგვეყოფა.

როგორ დავეჩვიეთ ცხელ გულზე აზროვნებას, როგორი მიამიტური გულით გავრბოდით აგვისტოს ომის დღეებში ცოცხალი ჯაჭვის შესაკრავად, როგორი რწმენით ვისმენთ (და ვისმენდით) ყოველდღე სანატრელი ნატოს შესახებ ზღაპრებს, ვუძვრებით რუსეთს და საერთოდ, როგორ გადავეჩვიეთ პრაგმატულ აზროვნებას... ჩვენ ანდაზაც კი გვავიწყდება, რომ კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავს და მავანთა აზრით, შემთხვევით ეს ანდაზაც ხომ არ მოძველებულა წმინდა იოანე ოქროპირისა და ზოგადად ქრისტეანული მოძღვრებისა არ იყოს?

ბუნებრივია, რომ საზოგადოების ბნელი ნაწილისათვის, რომელიც ეკლესიაში საერთოდ არ შედის, ეს მოკრძალებული წერილი მგლის თავზე სახარების ტოლფასი იქნება და აზროვნება ისევ მიმართული იქნება „მოძალადე მღვდლების“ დაჭერისკენ და რუის-ურბნისის კრების მოწვევისკენაც კი!

მორწმუნე ადამიანი კი, რომელსაც ზურგზე ანგელოზის ფრთები ნამდვილად არ ამოსდის, მაგრამ სინამდვილის გარკვევას ცდილობს, აუცილებლად ილტვის  ამოსავალი წერტილის დადგენისკენ.

ვფიქრობ, რომ ამ მხრივ დაგვეხმარება ქვეყნის უზენაესი სასულიერო პირის - ილია მეორეს სიტყვები: „ეკლესია ძალადობას ემიჯნება, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება“. თუკი ადამიანს სურს მოსმენა, ამ სიტყვებით აბსოლუტურად ყველაფერია ნათქვამი, რაზედაც აზროვნების ჯაჭვი შეიძლება აეგოს. მოდი ვთქვათ, რომ პატრიარქის ამ სიტყვებს საქართველოს მოსახლეობის (აღმსარებლობის მიუხედავად), აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება და ჰომოსექსუალიზმი ზოგადად ცუდ ტონად მიიჩნევა ქვეყანაში... ამის გათვალისწინებით, ხომ არ აჯობებდა, რომ ლგბტ წევრებს აქციის ჩასატარებლად სხვა ადგილი შეერჩიათ, ქალაქის ცენტრიდან მოშორებით. მაგალითად, თუკი ვაშინგტონში ქალაქის საკრალურ ადგილებში სექსუალურ უმცირესობებს მიტინგს არავინ ჩაატარებინებს და დაუდასტურებელი, მაგრამ დასაშვები ინფორმაციით, ასეთ ადგილად ზოოპარკი მოიაზრება, ხომ შეიძლებოდა, რომ „ჰომოფობიის“ საწინააღმდეგოდ მიმართული აქცია, მის ორგანიზატორებს სადმე სხვაგან, დირექციის თანხმობის შემთხვევაში, თუნდაც ზოოპარკში ჩაეტარებინათ? როგორმე ერთი დღით მშობლები მოარიდებდნენ საკუთარ შვილებს ცხოველების ხილვის სიამოვნებას... თუკი ზოოპარკი არ გამოვიდოდა, დებიუტისთვის (შარშანდელ სეზონს თუ არ ჩავთვლით, რომელმაც გაამართლა ან ვერ გაამართლა), ქალაქგარეთ, თუნდაც ნაგავსაყრელის სიახლოვეს აქციის ჩატარება, ხომ ერთგვარი ექსტრავაგანტული ხერხიც იქნებოდა ხელოვანი ხალხის მრწამსის გამოხატვისა ცივილური სამყაროს დამცველთა წინაშე, რომელთაც თურმე ისე ჩაგრავენ, ავიწროვებენ და დევნიან კიდეც, რომ სხვა გამოსავალი მათთვის არ არსებობდა?

მაგრამ რეალობა სხვაა და ალბათ საზოგადოება სრულად გამარჯვებულია. ვისაც სურდა რომ მოხვედროდა, იმას მოხვდა, თანხებს მოიპოვებს და „ბრძოლას“ გააგრძელებს, ხოლო ქვეყანამ კი ცივილურ ევროპას დაანახა, რომ აქ ასეთი ნომრები არ გაუვა და როგორც დედაენის დასაცავად ერი ერთხმად აღიმართა 1978 წლის 14 აპრილს და როგორმე ამით არ დაღუპულა, სექსუალურ უმცირესობებსაც არ გააჯეჯილებს და მაქსიმალურად ეცდება მათ ცხოვრებაში ცივილური ინტიმურობის დანერგვას და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საზოგადოების უმრავლესობისათვის მიუღებელი პროპაგანდის ალაგმვას!

სამღვდელოებამ 17 მაისის აქციაზე დიდი როლი შეასრულა და აშკარაა, რომ ქმედებით, საკუთარ თავზე აიღო ის მძიმე ქრისტეანული მისია, რაც ლოცვასთან ერთად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმასაც ითვალისწინებს და ჩვენი მსჯელობის ამოსავალ წერტილ, პატრიარქის სიტყვას, რომ „ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება“, სრულიად ეთანხმება.

სასულიერო პირთა დადანაშაულებისას საზოგადოების წევრები ალბათ მეტ სიფრთხილეს უნდა ამჟღავნებდნენ, რადგან თუნდაც გარკვეული აგრესიის მიუხედავად, მათ პრაქტიკულად საკუთარ თავზე აიღეს მდგომარეობის მართვა და უამრავი ადამიანი (ორივე მხარეზე) დაიხსნეს ხიფათისა და ხელჩართული ბრძოლისაგან, რაც მათ გარეშე, გარდუვალიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.    

დაბოლოს, ხშირად გაგვიგია ნაკლებად მორწმუნე ადამიანებისგან, რას აკეთებდა ის 6000 დავით გარეჯელი მოწამე ბერიო. ნუთუ არ შეეძლოთ მტარვალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, თავები რომ დაუხარესო... ალბათ 17 მაისის აქციამ ეს ადამიანები უნდა დაამშვიდოს, რადგან აწი, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სასულიერო პირები ყოველთვის მზად იქნებიან ცოდვის პროპაგანდის აღკვეთის მიზნით, საზოგადოების უმრავლესი ნაწილის დასაცავად!