საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი დაუპირისპირდება.
ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, ემანუელ მაკრონმა 27,6% (9 558 637 ხმა), მარინ ლე პენმა კი 23,41% (8 107 770 ხმა) მიიღო. მესამე ადგილზე გავიდა ჟან-ლუკ მელანშონი (21,95%), მეოთხეზე - ერიკ ზემური (7,05%), მეხუთეზე კი ვალერი პეკრესი (4,79%).
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.