ამერიკულ ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას აღარ აინტერესებს ნატოს მიერ წარმოებული დიპლომატია.
„როდესაც დიპლომატიით ხარ დაკავებული, შედეგი არ არის. ეს ყველაფერი ძალიან ბიუროკრატიულია. ამიტომ, ის, როგორც მათ ვესაუბრები, აბსოლუტურად გამართლებულია. დასაკარგი სიცოცხლე არ გვაქვს. მეტი ემოცია არ მაქვს. მე აღარ მაინტერესებს მათი დიპლომატია, რომელიც ჩემი ქვეყნის განადგურებას იწვევს. ბევრმა ქვეყანამ შეიცვალა აზრი უკრაინისა და ჩვენი ხალხის შესახებ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მაღალი ფასი გადავიხადეთ ამისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.