ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, 1999 წელს, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი ნატოს წევრები გახდნენ. შემდეგი ადმინისტრაციების დროს ალიანსში კიდევ 11 ქვეყანა გაწევრიანდა. მოგვიანებით ნატოს გაფართოება ბევრმა რუსეთის პროვოცირებად შეაფასა, მე კი ახლაც ვთვლი, რომ ალიანსის გაფართოება სწორი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ ჟურნალ The Atlantiс-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი წერს.
„როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს, ვთქვი, რომ მხარს დავუჭერდი ბორის ელცინს ძლიერი ეკონომიკისა და ქმედითი დემოკრატიის მშენებლობაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ ასევე ვთქვი, რომ მხარს დავუჭერდი ნატოს გაფართოებას და ალიანსში ვარშავის პაქტის ყოფილი ქვეყნებისა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიღებას. ვთვლიდი, რომ სიფრთხილეს იმსახურებდა არა რუსეთის შესაძლო დაბრუნება კომუნიზმში, არამედ დაბრუნება ულტრანაციონალიზმში, რა დროსაც დემოკრატიასა და თანამშრომლობას იმპერიის აღდგენისკენ სწრაფვა ჩაანაცვლებდა. ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, 1999 წელს, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი ნატოს წევრები გახდნენ. შემდეგი ადმინისტრაციების დროს ალიანსში კიდევ 11 ქვეყანა გაწევრიანდა. მოგვიანებით ნატოს გაფართოება ბევრმა რუსეთის პროვოცირებად შეაფასა, მე კი ახლაც ვთვლი, რომ ალიანსის გაფართოება სწორი გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, მესმოდა, რომ კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა არსებობდა. თუმცა, ჩემი აზრით, მოვლენების განვითარების ასეთი შესაძლებლობა დამოკიდებული იქნებოდა არა ნატოზე, არამედ იმაზე, დარჩებოდა თუ არა რუსეთი დემოკრატიულ ქვეყნად და როგორ ჩამოაყალიბებდა ის თავისთვის სიდიადეს 21-ე საუკუნეში“, - წერს კლინტონი.