ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მეთაურმა იმის მტკიცებულებები მოსთხოვა, რომ ომის დანაშაულები ბუჩაში ინსცენირებული არ იყო

ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მეთაურმა იმის მტკიცებულებები მოსთხოვა, რომ ომის დანაშაულები ბუჩაში ინსცენირებული არ იყო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის მეთაურმა უკრაინას იმის მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა, რომ ბუჩაში მომხდარი მოვლენები ინსცენირებული არ იყო. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი წერს.

„ყველაზე ცუდი რამ, რაც ზელენსკიმ ბოლო დღეების განმავლობაში მოისმინა? ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკოსი უკრაინის პრეზიდენტისგან იმის მტკიცებულებებს ითხოვდა, რომ ომის დანაშაულები ქალაქ ბუჩაში ინსცენირებული არ იყო“, - წერს გამოცემა.

ჟურნალისტ პოლ რონცჰაიმერის კითხვას, არის თუ არა ეს პოლიტიკოსი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მთავრობის მეთაური, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა, თუმცა თავი შეიკავა მისი ვინაობის დასახელებისგან.