ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ხელმძღვანელობას გამიზნული ჰქონდა უკრაინის ნაწილებად დაშლა

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ხელმძღვანელობას გამიზნული ჰქონდა უკრაინის ნაწილებად დაშლა

რუსეთის ხელმძღვანელობას გამიზნული ჰქონდა უკრაინის ნაწილებად დაშლა, თავისთვის წაიღებდა იმდენ ტერიტორიას, რამდენსაც შეძლებდა, ხოლო დანარჩენს მაქსიმალურად დაასუსტებდა და დაანგრევდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვიპროსის პარლამენტის წინაშე ვირტუალური გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიზანი იყო, შეექმნა ახალი წესრიგი ევროპაში, რომელიც მისი ხელმძღვანელობის არაადეკვატურ ამბიციებს უპასუხებდა.

„უკრაინას ისინი განიხილავენ იმ ჯგუფში, ვისი დაჯაბნვაც უნდათ. ამიტომაც მოვიდა რუსეთი ჩვენთან ომით. ყველა სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს, რომელ ჯგუფს განაკუთვნებენ მათ და რა არის სინამდვილეში ჩადებული რუსეთის პოლიტიკის საძირკველში მათთან მიმართებით”, - განაცხადა ზელენსკიმ.