ავსტრალიამ უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანა გაუგზავნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მანქანებს უკრაინა დღეს მიიღებს.
„ავსტრალია უკრაინიდან, შეიძლება ათასობით კილომეტრით იყოს დაშორებული, მაგრამ მის გვერდითაა იარაღით, აღჭურვილობით, ჰუმანიტარული დახმარებით და ენერგიის წყაროებითაც კი“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.