რუსი სამხედროები უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან სრულად გაიყვანეს და ბელარუსსა და რუსეთში გადაისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზოგიერთ ქვედანაყოფს აღმოსავლეთ უკრაინაში გაგზავნიან, რათა დონბასში საომარ მოქმედებებში მიიღონ მონაწილეობა.
„ნებისმიერ მასობრივ დისლოცირებას ჩრდილოეთიდან სულ მცირე 1 კვირა დასჭირდება“, - აცხადებენ უწყებაში.