უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა კრამატორკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს, წინასწარი ინფორმაციით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
„ისინი მშვენივრად ხედავდნენ, რომ იმ დროს სადგურზე ათასობით ადამიანი ცდილობდა ევაკუაციას, ოჯახები, ბავშვები, მოხუცები“, - წერს არესტოვიჩი.